2023-12-07 10:43:53, 843 ნახვა
სამხედრო
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგაძემ რთული, გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში მსგავსი კურსების ორგანიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. "მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსმენელებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. წელს „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კური“ მეორედ ჩატარდა და კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვის, ქვეყნის უსაფრთხოების ფორმირების პროცესში თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის, კრიზისულ სიტუაციებში პოზიციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია ქართული მხარე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) კურსს დამოუკიდებლად ატარებს",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1330-ზე მეტი დაშავდა
არასამთავრობოები - მოქალაქეებზე თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მივყვებით და დამნაშავეთა გამოვლენას უზრუნველვყოფთ
დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|