2024-04-18 11:40:25, 321 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხო. "აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება და საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა EUMM-თან, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან. პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას,- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბრეგაძე - ყველაფერი რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით არის გამოწვეული
კალაძე - კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება
ხაბეიშვილი - არ ვიცი, თვალიდან გამოვიხედავ თუ არა, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან
კალაძე - სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|